X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები მაია ცქიტიშვილი EIB - თან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე - ეს ნიშანავს არა მარტო ჩვენი შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის ინვესტირებას, არამედ უფრო გლობალური ტრანს-ევროპული მაგისტრალების ნაწილია

მაია ცქიტიშვილი EIB - თან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე - ეს ნიშანავს არა მარტო ჩვენი შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის ინვესტირებას, არამედ უფრო გლობალური ტრანს-ევროპული მაგისტრალების ნაწილია

ძებნა

მაია ცქიტიშვილი EIB - თან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე - ეს ნიშანავს არა მარტო ჩვენი შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის ინვესტირებას, არამედ უფრო გლობალური ტრანს-ევროპული მაგისტრალების ნაწილია

19 თებერვალი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მნიშვნელოვანს უწოდებს საქართველოს მთავრობასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც პროექტის „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაცია II” (Georgia Transport Connectivity II) დაფინანსებას ითვალისწინებს.

„250 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყო რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს საგზაო პროექტებზე. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც საქართველო-სომხეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრებს აკავშირებს ჩვენს დანარჩენ სატრანსპორტო ქსელთან. როგორც EIB - ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, ეს ნიშნავს არა მარტო ჩვენი შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის ინვესტირებას, არამედ უფრო გლობალური ტრანს-ევროპული მაგისტრალების ნაწილია. ევროპის საინვესტიციო ბანკი ასევე არის რიკოთის ერთ-ერთი მონაკვეთის დამფინანსებელი. აქაც უკვე გაფორმდა ხელშეკრულება და გაზაფხულიდან დაიწყება აქტიური სამშენებლო სამუშაოები. ბატონმა ჰუდაკმა აღნიშნა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, EIB - ის ყველაზე მსხვილი პორტფელის მფლობელია“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.  

დღეს ხელი ეწერება ფინანსურ ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის პროექტის „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაცია II” (Georgia Transport Connectivity II) დასაფინანსებლად. ხელმოწერასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გუნდს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და ხელშეკრულებით გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.